Present Continuous - ახლანდელი განგრძობითი დრო (Present 2)

გამოხატავს მოქმედებას, რომელიც ხდება ახლა, საუბრის მომენტში. მოქმედებას რომელიც ხდება ახლა, ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ შეიძლება არ ემთხვევა ამ საუბრის მომენტს. მაგ. I am reading a book– მე ვკითხულობ წიგნს (აღნიშნული წინადადება შეგვიძლია განვიხილოთ ორი მნიშვნელობით: პირველი, ის რომ, მე საუბრის მომენტში, ვკითხულობ წიგნს და მეორე, ის რომ, ვკითხულობ ახლა, ოღონდ, ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ ამ კონკრეტული მომენტისთვის არ ვკითხულობ.)
მტკიცებითი ფორმა: იწარმოება დამხმარე ზმნის ახლანდელი ფორმისა ანუ am, is, are და ძირითადი ზმნის მეოთხე ფორმისგან (ძირითადი ზმნის მეოთხე ფორმა იგივეა რაც ზმნის საწყის ფორმას დამატებული ,,-ing” სუფიქსი, მაგ: I am going.)
უარყოფით ფორმაში, ,,not” ნაწილაკი დაისმის დამხმარე ზმნასა და ძირითადი ზმნის მეოთხე ფორმის შორის. I am not going
კითხვით ფორმაში, დამხმარე ზმნა გადადის ქვემდებარის წინ. მაგ. Are you going?
 
მართლწერა “ing” სუფიქსის დართვის დროს: იმ შემთხვევაში თუ ზმნა ბოლოვდება ,,-e”-ზე, ,,-ing” სუფიქსის დართვისას “e” შეიკვეცება: write—writing.
თუ ზმნა არის ერთმარცვლიანი და ბოლოვდება ერთ თანხმოვანზე, ,,-ing” სუფიქსის დართვისას ეს თანხმოვანი გაორმაგდება: stop—stopping
,,l”-ზე დაბოლოებული ზმნები აღნიშნული სუფიქსის დართვისას იორმაგებენ ბოლოკიდურა ,,l”-ს მაშინ, როცა მათ წინ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ხმოვანია: travel—travelling
 
გამოიყენება შემდეგი დროის ზმნისზედები:
  • Now,
  • Just now,
  • At the moment,
  • These days,
  •  სიტყვების: look, listen გამოყენების დროს.
 
მაგალითები:
საწყისი ფორმა- Affirmative
I am going
You are going
He (she, it) is going
We are going
You are going
They are going
კითხვითი ფორმა- Interrogative
Am I going?
Are you going?
Is He (she, it) going?
Are we going?
Are you going?
Are they going?
უარყოფის ფორმა- Negative
I am not going
You are not going
He (she, it) is not going
We are not going
You are not going
They are not going