Present Perfect Continuous - ახლანდელი სრული განგრძობითი დრო (Present 4)

გამოხატავს მოქმედებას, რომელიც დაიწყო წარსულში და რაღაც დროის განმავლობაში გაგრძელდა. ეს მოქმედება შეიძლება ახლაც გრძელდებოდეს, ან დასრულებული იყოს. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ მოქმედების შედეგი გვაქს სახეზე. ეს დრო ხაზს უსვამს მოქმედების ხანგრძლივობას.
იწარმოება დამხმარე ზმნების have (has) + been + ზმნის საწყის ფორმას + ing სუფიქსი, (მაგ: I have been going.)
 
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ორი ტიპის ზმნები: მოქმედებისა და მდგომარეობის გამომხატველი.
მდგომარეობის გამომხატველი ზმნებია:
ფიზიკური და გონებრივი აღქმები: ( hear, see, know, understand)
სურვილები და გრძნობები (hate,  like, love, want, desire, wish)
მიმართების აღმნიშნველი ზმნები (belong, be, contain, depend on, own, possess)
ერთი და იმავე ზმნა შეიძლება ზოგჯერ მდრომარეობის გამომატველი იყოს, ზოგჯერ კი მოქმედების. როდესაც მოქმედებას გამოხატავს მაშინ მის განგრძობით დროში გამოყენება შეგვიძლია, მაგრამ როცა მდგომარეობას გამოხატავს მაშინ განგრძობით დროში არ უნდა გამოვიყენოთ.
მაგ: see.
Did you see what happened?-დაინახე რა მოხდა? ამ შემთხვევაში see მდგომარეობის გამომხატველი ზმნაა, დანახვა, არანაირი მოქმედება არ სრულდება.
Tom is seeing Mary- ტომი ხვდება მერის, ამ შემთხვევაში see-ნიშნავს შეხვედრას, ანუ მოქმედებას გამოხატავს და შესაბამისად შეგვიძლია ეს ზმნა განგრძობით დროში გამოვიყენოთ.
P.S: გრძნობის გამომხატველი ზმნები არ იმატებს -ing სუფიქს.

 
გამოიყენება შემდეგი ზმნისზედები:
  • For - განმავლობაში,
  • Since  -  მას შემდეგ,
  • Still – ჯერ კიდევ, ისევ.
 
მაგალითები:
საწყისი ფორმა- Affirmative
I have been going
You have been going
He (she, it) has been going
We have been going
You have been going
They have been going
კითხვითი ფორმა- Interrogative
Have I been going?
Have you been going?
Has He (she, it) been going?
Have we been going?
Have you been going?
Have they been going?
უარყოფის ფორმა- Negative
I have not been going
You have not been going
He (she, it) has not been going
We have not been going
You have not been going
They have not been going