Past Simple - წარსული განუსაზღვრელი დრო (Past 1)

გამოხატავს დასრულებულ მოქმედებას, რომელიც მოხდა და დასრულდა წარსულში. (I saw him yesterday-მე ვნახე ის გუშინ)
წესიერი ზმნების შემთხვევაში ემატება -ed დაბოლოება, არაწესიერი ზმნების შემთხვევაში კი ზმნის მეორე ფორმა (Past Simple-წარსული დრო (V2) )
 
მართლწერა “ed” სუფიქსის დართვის დროს:
თუ ზმნა ბოლოვდება y-ზე და მის წინ არის ხმოვანი, მაშინ მას უცვლელად დაერთვის ed: play-played
თუ ზმნა ბოლოვდება y-ზე და მის წინ არის თანხმოვანი, ed სუფიქსის დართვისას y შეიცვლება i-ით: try-tried
ერთმარცვლიანი ზმნები რომელთა მარცვალშიც არის ერთი მოკლე ხმოვანი და ამასთანავე ბოლოვდება ერთ მოკლე თანხმოვანზე, ed სუფიქსის დართვისას ბოლოკიდურა თანხმოვანს გაიორმაგებს: hop-hopped
e-ზე დაბოლოებული წესიერი ზმნები II ფორმას აწარმოებენ მხოლოდ d-ს დართვით: To love-loved
 
უარყოფითი და კითხვითი ფორმა იწარმოება დამხმარე ზმნა did-ის მეშვეობით.  წესიერ ზმნას ჩამოშორდება “ed” ხოლო არაწესიერი ზმნა აუცილებლად უბრუნდება საწყის ფორმას.

 
გამოიყენება შემდეგი დროის მიმანიშნებელი სიტყვები:
  • yesterday  - გუშინ;
  • ago-წინ, მაგ: two days ago-ორი დღის წინ, (a month ago, two yars ago)
  • last- ბოლოს, გასულ, მაგ: last week-გასულ კვირას. (last yar, last night)
 
მაგალითად:  
საწყისი ფორმა- Affirmative
I went
You went
He (she, it) went
We went
You went
They went
კითხვითი ფორმა- Interrogative
Did I go?
Did you go?
Did He (she,it) go?
Did we go?
Did you go?
Did they go?
უარყოფის ფორმა- Negative
I Did not go
You Did not go
He (she, it) Did not go
We Did not go
You Did not go
They Did  not go