Demonstrative Pronouns - ჩვენებითი ნაცვალსახელები

ინგლისურ ენაში, სულ ოთხი ჩვენებითი ნაცვალსახელია, ესენია:

1. this-ეს/ამ

2. that-ის/იმ

3. these-ესენი

4. those-ისინი


გამოყენება:

this(მხოლობითი)/these(მრავლობითი)-ვიყენებთ, მაშინ, როდესაც გვსურს აღვნიშნოთ, ჩვენთან (მოსაუბრესთან) ახლოს მდებარე საგნები, ან ადამიანები.

მაგალითები:

This is my car. (მხოლობითი)-ეს ჩემი მანქანაა.

These are our children. (მრავლობითი)-ესენი ჩემი ბავშები არიან.

that(მხოლობითი)/those(მრავლობითი)-ვიყენებთ, მაშინ, როდესაც გვსურს აღვნიშნოთ, ჩვენგან (მოსაუბრესგან) შორს მდებარე ადამიანები, ან საგნები ხანდახან, შესაძლებელია, ეს საგნები ჩვენთვის უხილავიც კი იყოს.

მაგალითები:

That is our house. (მხოლობითი)-ის ჩვენი სახლია.

Those are my shoes. (მრავლობითი)-ისინი ჩემი ფეხსაცმელებია.

Present VS Past

თუკი, მოქმედება არის ახლანდელსა ან მომავალ დროში, ვიყენებთ this/these. თუკი, მოქმედება არის წარსულ დროში, ვიყენებთ that/those.

This is-ამ ფრაზას ვიყენებთ მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ტელეფონზე, ან როდესაც გვსურს ადამიანების წარდგენა.

“Hello, this is Nino.”-მოგესალმები! ეს არის ნინო.

Nino, this is my friend Simon. Simon, this is Nino. ნინო, ეს არის ჩემი მეგობარი სიმონი. სიმონ, ეს არის ნინო.

შენიშვნა: როდესაც ორ ან მეტ ადამიანის წარდგენა გვსურს, ასე ვერ ვიტყვით: These are George and Nika. უნდა ითქვას ასე: This is George and this is Nika.

Time phrases-დროის ფრაზებთან

ხშირად, ვიყენებთ this შემდეგ სიტყვებთან: morning, afternoon, evening, week, month, year კონტექსტის გათვალისწინებით.


I’ll be with you this evening.-ამ საღამოს, შენთან ერთად ვიქნები.

Eka seemed very happy this afternoon.-ამ შუადღეს, ეკა ბედნიერად გამოიყურებოდა.

THIS/THESE/THOSE/THAT AS DETERMINERS-როგორც განმსაზღვრელი სიტყვები

WHAT’S IN THIS BOX?-რა არის ამ ყუთში?

THAT WATER TASTES STRANGE.-მაგ წყალს,რაღაც განსხვავებული გემო აქვს.

YOU CAN USE ANY ONE OF THESE COMPUTERS-შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, ამ კომპიუტერებიდან.

I HAVE TO PAINT THOSE WINDOWS-უნდა მოვუნდა მოვხატო, ეგ ფანჯრები.

June 09, 2021 | Avtandil Machitadze |