Special questions - სპეციალური კითხვები

კითხვები, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ პასუხს, დამატებით ინფორმაციას ეწოდება სპეციალური კითხვები. სპეციალური კითხვა შეიცავს კითხვით სიტყვას (კითხვით ნაცვალსახელს ან კითხვით ზმნიზედას). კითხვითი სიტყვა შეიძლება შეეხებოდეს წინადადების ნებისმიერ წევრს და დგას წინადადების თავში.

კითხვითი ნაცვალსახელები:
Who? – ვინ?
What? – რა?
Whom? – ვის?
Whose? – ვისი?
Which? – რომელი?
კითხვითი ზმნიზედები:
When? – როდის?
Where? – სად?
How? – როგორ?
Why? – რატომ?

Who? – ს ორი ბრუნვა აქვს:
სახელობითი – who?
ობიექტური – whom?
who? – ადამიანთა მიმართ იხმარება და ქვემდებარეს დაესმის. Ann speaks English. ანა ლაპარაკობს ინგლისურად. Who speaks English? ვინ ლაპარაკობს ინგლისურად?
whom? – დამატების მიმართ დაესმის. He met Ann. ის შეხვდა ანას. Whom did he meet? ვის შეხვდა ის?
ხშირად whom? – ის ნაცვლად იხმარება who. Who do you see? – ვის ხედავთ თქვენ?
Whose? –  კითხვით-კუთვნილებითი ნაცვალსახელია და განსაზღვრებად გამოიყენება. Whose car is this? ვისი მანქანაა ეს?
Which? – იხმარება როგორც სულიერი ისევე უსულო საგნების მიმართ და არჩევანს გამოხატავს. Which of you can help us? Which of the books do you like best?
What? – დაისმის როგორც ქვემდებარის, ისე პირდაპირი დამატების მიმართ. The book is on the table. What is on the table? I read books. What do you read?
What? არსებითი სახელის წინ. What book is this? რა წიგნია ეს?  It’s Anna Karenina. ეს “ანა კარენინაა”.
What kind of…? როგორი? What kind of city is Kiev? როგორი ქალაქია კიევი? It’s a big city. ის დიდი ქალაქია.
შენიშვნა: კითხვითი სიტყვა what? ითარგმნება ზოგჯერ როგორც “ვინ”, თუ შემასმენლის სახელად ნაწილს წარმოადგენს პროფესიის ან სოციალური მდგომარეობის გამომხატველი არსებით სახელი. ასეთი კითხვა, ჩვეულებრივ  მესამე პირისადმია მიმართული. (მეორე პირისადმი მიმართული ანალოგიური შეკითხვა, ზრდილობის თვალსაზრისით, არ არის მიღებული).
– What is she? ვინ არის ის? (პროფესიით)
– She’s a teacher. ის მასწავლებელია.
მაგალითი:
David reads books at home in the evening.
1. Who reads books at home in the evening? (კითხვა ეხება ქვემდებარეს -David).
თუ კითხვითი სიტყვა ეხება ქვემდებარეს ან ქვემდებარის განსაზღვრებას ამ შემთხვევაში არ ვიყენებთ მეშველ ზმნას.
2. What does David do at home in the evening? (შემასმენელს – reads).
3. What does David read at home in the evening? (დამატებას – books).
4. Where does David read books in the evening? (ადგილის გარემოებას – at home).
5. When does David read books at home? (დროის გარემოებას – in the evening).
 
კითხვით ნაცვალსახელები:

1

who?

/huː/

ვინ?

2

what?

/wɒt/

რა?

3

whom?

/huːm/

ვის?

4

whose?

/huːz/

ვისი?

5

which?

/wɪtʃ/

რომელი?

6

when?

/wen/

როდესაც?

7

where?

/weə(r)/

სად?

8

what kind?

/wɒt kaɪnd/

რა სახის?

9

what color?

/wɒt ˈkʌlə(r)/

რა ფერი?

10

what size?

/wɒt saɪz/

რა ზომა?

11

why?

/waɪ/

რატომ?

12

how?

/haʊ/

როგორ?

13

How many?

/haʊ ˈmeni/

რამდენი? (თვლადთან)

14

how much?

/haʊ mʌtʃ/

რამდენი? (რისი დათვლაც შუძლებელია)

15

How many times?

/haʊ ˈmeni taɪmz/

Რამდენჯერ?

16

how often?

/haʊ ˈɒf(ə)n/

რამდენად ხშირად?

17

how long?

/haʊ lɒŋ/

რამდენ ხანს?

18

how far?

/haʊ fɑː(r)/

რამდენად შორს?

19

what did he do?

/wɒt dɪd hi duː/

რა გააკეთა?

20

which of them?

/wɪtʃ ɒv ðəm/

რომელი მათგანი?

21

with whom?

/wɪθ huːm/

ვისთან ერთად?

22

for what?

/fɔː(r) wɒt /

რისთვის?