The article - არტიკლები

ინგლისურ ენაში არტიკლი შეიძლება იყოს: 

1. განუსაზღვრელი (The indefinite), 

2. განსაზღვრული (The definite), 

3. ნულოვანი არტიკლი (The zero article)  


განუსაზღვრელი არტიკლი (The indefinite)


განუსაზღვრელ არტიკლს აქვს 2 ფორმა: a და an  

a – იხმარება თანხმოვნებით დაწყებული არსებითი სახელების წინ: a pen  

an – იხმარება ხმოვნებით დაწყებული არსებითი სახელების წინ: an apple  


განუსაზღვრელი არტიკლი წარმოიშვა რიცხვითი სახელისგან one და ამიტომ იხმარება მხოლოდ მხოლობით რიცხვში. მას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნია.  


განუსაზღვრელი არტიკლი იხმარება:  

  • როდესაც საგანზე ვლაპარაკობთ პირველად: I have an interesting book  

  • როდესაც აღვწერთ რაიმეს: I have a nice flat  

  • პროფესიასთან:  He is a doctor  

  • ჩამოთვლისას მხოლობით რიცხვში: I have a father, a mother and a sister  

  • საგნებთან, რომლებმაც ამა თუ იმ კლასს მიეკუთვნებიან: I have a dog and a cat  

  • როდესაც ზოგადად აღვწერთ ცხოველებს: A lion is a strong animal and a mouse is weak.  

  • წინადადებაში თვლად არსებით სახელებთან მხოლობით რიცხვში: What a nice day!  

  • შემდეგ გამონათქვამებში: ერთი მილიონი – a million; ერთი დუჟინი – a dozen; ერთ დღეში – in a day;  კვირაში ერთხელ – once a week.  

  • ფრაზეოლოგიურ შემასმენელში: to have a walk, to have (take) a bath.  


განსაზღვრული არტიკლი ( The Definite)


განსაზღვრული არტიკლია: The. იგი წარმოიშვა ჩვენებითი ნაცვალსახელისგან This/That და იხმარება როგორც მხოლობით, ასევე მრავლობით რიცხვში: The book – the books.  


განსაზღვრული არტიკლი იხმარება, როდესაც საგანზე ვლაპარაკობთ მეორედ, ე.ი უკვე ვახსენეთ იგი და ეს საგანი ჩვენთვის ნაცნობი და განსაზღვრულია: I have a book, the book is interesting.  

განსაზღვრული არტიკლი იხმარება:  

  • მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების სახელების წინ: The Thames, the Black Sea, the Atlantic Ocean.  

  • არხებისა და სრუტეების წინ:  The English Channel, the Bering Strait  

  • ოთხი მხარის წინ: The North, the West, the East, the South  

  • მთის ქედების წინ: The Alps, the Caucasus, the Urals  

  • კუნძულების ჯგუფების წინ: The Philippines, the Bahamas  

  • ზოგიერთი გეოგრაფიული სახელის წინ, რომელიც ერთზე მეტ ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს: The United States, the UK, the USSR  

  • ეთნიკური ჯგუფების წინ: The Indians, the Aztecs  

  • რაც ერთადერთია: The Sun, the Moon, the Earth, the sky, the world  

  • ოჯახის დასახელებების წინ: The Browns  

  • ზოგიერთ გამოთქმაში: in the morning, in the afternoon, in the evening, მაგრამ at night.  

  • გემებისა და თვითმფრინავების წინ: The Titanic, the Boeing  

  • ომების წინ (გარდა მსოფლიო ომებისა): The Korean War, მაგრამ World War I  

  • გაზეთების, სასტუმროების, რესტორნების, თეატრების, კინოების, კლუბების, მუზეუმების, სურათების გალერეების და ბიბლიოთეკების წინ: The Times, the Radisson, the Rustaveli Theatre, the British Museum  

  • ისტორიული დოკუმენტების წინ: The Declaration of Independence  

  • გასუფსტანტივებული ზედსართავი სახელების წინ: The rich and the poor  


ნულოვანი არტიკლი (The zero article)


ნულოვანი არტიკლი ნიშნავს არტიკლის არ ქონას (ანუ არსებით სახელს არტიკლის გარეშე)  

არტიკლი არ იხმარება:  

  • საკუთარი სახელების წინ: Georgia, London, Peter  

  • აბსტრაქტულ არსებით სახელებთან: Freedom, happiness  

  • ნივთიერების აღმნიშვნელ არსებით სახელებთან (განსაზღვრული მნიშვნელობით): I don’t like milk (საერთოდ არ მიყვარს)  


  • თვლადი არსებითი სახელების წინ მრავლობით რიცხვში, როდესაც ისინი ზოგადი მნიშვნელობით იხმარებიან: I like books  

  • წოდებების, ჩინებისა და თანამდებობების წინ: Manager of factory, Mr. Brown, Dr. Robinson  

  • კვირის დღეების, თვეების და დღესასწაულების წინ: Sunday, Monday, January, May, Christmas, New Year, Easter  

  • შემდეგი სიტყვების წინ: Breakfast, lunch, dinner, supper: I have breakfast in the morning. Lets have lunch  

  • ცალკეული ტბების წინ: Lake Baikal, Ritsa  

  • მთების წინ: Mount Everest, Mount Vesuvius  

  • კონტინენტებთან:  Europe, Asia, Africa, America, Australia (მაგრამ – The Antarctic)  

  • შტატების წინ: Florida, California  

  • პლანეტებისა და თანავარსკვლავედების წინ: Mercury, Venus, Earth, Mars, Jupiter, Neptune  

  • სპორტის სახეობებთან: tennis, football, baseball  

  • სასწავლო დისციპლინებთან: mathematics, physics, history  

  • მსოფლიო ომებთან: World War One, World War Two  

  • რაოდენობრივ რიცხვით სახელებთან, რომლებიც დგანან არსებითი სახელის შემდეგ: Room five, Chapter three, Page ten  

  • თუ სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი, იწყება საკუთარი სახელით: Oxford University, Florida University  [შენიშვნა: თუ საკუთარი სახელით არ იწყება წინადადება, მაშინ არტიკლი the იხმარება: The University of Florida]  


ნულოვანი არტიკლი იხმარება გამოთქმებში:  to go to school, hospital, prison, church, market, college, town, bed (go home)  


წყარო, გადმოწერა: https://resourse.machitadze.com.ge/english/eng-the-article


  



May 31, 2021 | Avtandil Machitadze |