The Numeral - რიცხვითი სახელი

რიცხვითი სახელი გამოხატავს რიცხვს, რიცხვითი სხელი ორგვარია: რაოდენობითი და რიგობითი.
Cardinal Numbers [kɑ:rdɪnl nʌmbə] რაოდენობითი რიცხვითი სახელები აღნიშნავენ საგნების რაოდენობას. დაესმით კითხვა: რამდენი? How many [haʊ menɪ]

Cardinal Numbers
1 through 12 [⊖ru:]
one [wʌn] ერთი
two [tu:] ორი
three [⊖ri:] სამი
four [fɔ:r] ოთხი
five [faɪv] ხუთი
six [sɪks] ექვსი
seven [‘sevn] შვიდი
eight [eɪt] რვა
nine [naɪn] ცხრა
ten [ten] ათი
eleven [ɪ’levn] თერთმეტი
twelve [twelv] თორმეტი

13 through 19
ცამეტიდან ცხრამეტის ჩათვლით რაოდენობით რიცხვითი სახელები იწარმოება სუფიქსით -teen.
thirteen [⊖ɜ:r’ti:n] ცამეტი
fourteen [‘fɔ:rti:n] თოთხმეტი
fifteen [fɪf’ti:n] თხუთმეტი
sixteen [sɪks’ti:n] თექვსმეტი
seventeen [sevn’ti:n] ჩვიდმეტი
eighteen [eɪ’ti:n] თვრამეტი
nineteen [naɪn’ti:n] ცხრამეტი
ათეულების აღმნიშვნელი რაოდენობითი სახელების სუფიქსია -ty
20 through 90
twenty [‘twentɪ] ოცი
thirty [‘⊖ɜ:rtɪ] ოცდაათი
forty [‘fɔ:rtɪ] ორმოცი
fifty [‘fɪftɪ] ორმოცდაათი
sixty [‘sɪkstɪ] სამოცი
seventy [‘sevntɪ] სამოცდაათი
eighty [‘eɪtɪ] ოთხმოცი
ninety [‘naɪntɪ] ოთხმოცდაათი

რაოდენობით რიცხვით სახელებთან 100, 1000, 1000 000 განუსაზღვრელი არტიკლი იხმარება:
100 a hundred (one hundred) [ə ‘hʌndrəd] ასი
1000 a thousand (one thousand) [ə’⊖aʊznd] ათასი
1000 000 a million (one million) [ə’mɪljən] მილიონი
მაგრამ თუ ეს რიცხვითი სახელები ,,ასობით’’ , ,,ათასობით’’ – ის მნიშვნელობით იხმარება, ე.ი. ზუსტი რაოდენობის მიუთითებლად, მაშინ მრავლობითის ფორმას იღებენ.
მაგ:
Hundreds and thousands children learn at our schools.
ჩვენს სკოლებში ასობით და ათასობით ბავშვი სწავლობს.
! ინგლისურში ათეულები და ერთეულები, ქართულისაგან განსხვავებით, ერთმანეთს უკავშიროდ უერთდება.
Twenty-one ოცდაერთი

ასეულები და ათასეულები, ქართულისაგან განსხვავებით, ერთეულებს უერთდება and კავშირით.
one hundred and five ას ხუთი
one hundred and ten ას ათი




გადმოწერა, ნახვა : https://resourse.machitadze.com.ge/english/eng-the-numeral